აიკი კენი #1 – სუბური 2

რა სჭირს ფვ-ს? თავისი ვირი დაკარგა?
ყველგან გაჰყვირის, ყველაფერი ერთით იწყებაო და აი, კენის შვიდი სუბურის სერიას მეორეთი იწყებს. რა ბზიკმა უკბინა?

რატომ და, მეორე სუბურს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს პირველ სუბურზე, აქ ვიცით მაინც, რასაც ვაკეთებთ: წარმმართველი თეძო მარჯვენა თეძოა.
ჩვენც გადავიღოთ დეკარტის ერთი კარგი ჩვევა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: დავიწყოთ იმით, რაშიც უფრო მეტად ვართ დარწმუმებულნი და მერე გადავიდეთ იმაზე, რაშიც ცოტა ნეკლებადა ვართ თავდაჯერებულნი (კენის სუბური n° 1, 4, და 6… შეიძლება).

ჩუდან ნო კამაეს დგომიდან (ბიჯი 1) მარჯვენა ფეხი უკან გადის (ბიჯი 2). ამგვარად, 3 და 4 ბიჯებში, რომლებიც ჭრის მომენტს შეესაბამება, მას შეუძლია „ძალის ფეხივით“ იმოქმედოს, როგორც ერთგვარმა ენერგიის გადაცემცემმა სვეტმა.

ახლა შევეცადოთ, დაწვრილებით გავაანალიზოთ, თუ რა ხდება ზუსტად ჭრის მომენტში. სხეულის ცენტრალური ღერძის ბრუნვა მართლაც მრავალ მნიშვნელოვან რამეს იწვევს.

A/ ჭრის დასაწყისი

B/ ჭრის დასასრული

პუნქტ B-ს „ჭრის დასასრული“ ვუწოდეთ, რადგან არსებითია იმის გაგება, რომ ამ მომენტში საკუთრივ ჭრის ფაზა დასრულებულია.

მომდევნო ბიჯის დროს (5) მხოლოდ უკანა ფეხს წავდგამთ წინ, რომელსაც ბუნებრივად ეწევა წინისაკენ ბრუნვის დინამიკისაგან წარმოქმნილი მოძრაობის კინეტიკური ენერგია. სხეულის ამ უკანა ნახევრის წინისაკენ გადაადგილებას ტაი ნო ჰენკა ეწოდება (შდრ. ფაუსტი #3).

აქ, ცხადია, ლაპარაკია დარტყმის ლოგიკურ და ბუნებრივ დასასრულზე, როდესაც გამართული დგომის მიღება წინისკენ გვინდა, მაგრამ არ უნდა შეგვეშალოს და არ გვეგონოს, რომ ჭრა ამ ფინალურ ბიჯზე ხდება, როცა უჩის წინ მოაქვს უკანა ფეხი. ფეხის წინ წადგმა ჭრას არაფერს რგებს.

კლასიკური, ხშირი და მძიმე შედეგის მომტანი შეცდომაა ჭრის ფაზის იქ მოთავსება, სადაც ის არ არის, ანუ უკანა ფეხის ნაადრევად წინ წადგმა. ეს შეცდომა უჩის მაშინ ტოვებს უსაყრდენოდ, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ბრუნვის დიმანიკისას, წინ მიწოლისას და დარტყმის ძალისხმევისას.

რასაკვირველია, აქ აიკიდოსთვის ერთი ჩვეულებრივი რამ უნდა გავიხსენოთ. კერძოდ, რომ შიჰო ნაგე შიშველი ხელით შესრულებული (ტაი ჯიცუ) ხმლის შომენ უჩიკომის დარტყმაა. ვფიქრობ, ამაში ვერავინ შემედავება.

მაგრამ შომენ უჩიკომი მართლა თუ უკანა თეძოს წინისკენ პროეცირებისაგან წარმოქმნილი მოძრაობაა – როგორც ეს მეორე სუბური შემთხვევაში ვაჩვენეთ – და ის უკანა ფეხზე დაყრდნობითა და მიწოლით იწყება (რასაც, გავიხსენოთ, ძალის ფეხის ფუნქცია აქვს), მაშინ ო-სენსეის ჭრა შიჰო ნაგეს დროს უნდა გავიაზროთ...

თანაც, საბრძოლო ჭრილში:
შემთხვევა A უკეს ვარდნის უმცირეს შანსსაც კი არ უტოვებს. ამგვარად შესრულებული მოძრაობა უკიდურესად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს უკესათვის, თუკი ის უკონტროლოდ სრულდება. და ეს გაფრთხილებაა იმ მოვარჯიშეთათვის, რომლებმაც არ უნდა სცადონ აქ ახსნილი სავარჯიშოების გამეორება, თუ ისინი კვალიფიციური ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ არ არიან.

შემთხვევა B კი პირიქით, უკეს უკან ვარდნის საშუალებას აძლევს, ან, თუკი მოახერხებს, უკე დატრიალდეს და წინ ვარდნა გააკეთოს საკუთარი იდაყვის გარშემო ჩახვევით, რაც უფრო მოსახერხებელი და უფრო სანახაობრივია… მაგრამ შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ტორის მოძრაობა არასწორია.

განა გასაკვირი არ არის, თუკი აქ მოცემულ არგუმენტებს გავითვალისწინებთ, რომ აიკიდოში მოვარჯიშენი მთელ მსოფლიოში თითქმის ერთსულოვნად იყენებენ ფორმა B-ს, ანუ ჭრიან იმის საპირისპიროდ, საითაც სინამდვილეში უნდა იყოს ჭრა?

― ფვ, ვშიშობ, შენ ვერ გაიგე!
შიჰო ნაგეს დროს, კენის მეორე სუბური კი არა, პირველი სუბური იგულისხმება, რასაკვირველია. და ყველამ კარგად იცის, რომ პირველი სუბურის დროს შომენ უჩიკომი წინა თეძოდან კეთდება და არა უკანა თეძოდან.

აი ესაა შეპასუხება. „ყველამ კარგად იცის“… რა თქმა უნდა… როგორც ვხვდები, აი ასეთ რამეებზე ამბობენ ხოლმე, აშკარააო... მაგრამ მე ერთი ბავშვური ახირება შემომრჩა: ვიკითხო, რატომ. რატომ ჭრიან მეორე სუბურის დროსაც მარჯვენა თეძოთი და რატომ ჭრიან პირველი სუბურის დროსაც – მაშინ, როცა ტერფები საპირისპიროდაა და ამიტომაც დგომი სრულიად შებრუნებულია – ასევე მარჯვენა თეძოთი? რა, მარცხენა თეძოთი საერთოდ არ კეთდება შომენ უჩი კომი? რატომ?

და რაკი შეკითხვების დრო დადგა, ეს კითხვა მინდა დავუსვა ყველას, ვინც ფიქრობს რომ შემთხვევა B მართებული ფორმაა. დავუშვათ, რომ უკეს შიჰო ნაგეს მარცხენა ხელზე ვუკეთებთ და არა მარჯვენაზე, რაც, ცხადია, თანაბრად შესაძლებელია, და აქ სიიოლისთვის ო-სენსეის ფოტოს ჰორიზონტალურად შევატრიალებითაა მიღებული:

რას აკეთებს აქ ფუძემდებელი?
სუბურს n°1 თუ სუბურს n°2?

ჩემთვის, ვინც შემთხვევა A-ს იზიარებს, რა თქმა უნდა, ეს სუბური n°2-ია, შომენ უჩიკომი, სადაც უკანა მარჯვენა თეძო წარმმართველი თეძოა.

 

მაგრამ შემთხვევა B-ს მომხრეებისთვის:

 

1 - ეს ვერ იქნება სუბური n°1, რაკი სუბური n°1, როგორც ყველამ იცის, წინამდებარე მარჯვენა თეძოდან კეთდება, აქ კიდევ წინამდებარე თეძო მარცხენაა.

2 - ეს ვერ იქნება ვერც სუბირი n°2, რაკი სუბური n°2 უკანა მარჯვენა თეძოდან კეთდება და მაშინ – ამ ინტერპრეტაციას თუ მივიღებდით – შემთხვევა A-ში ვიქნებოდით.

მაშინ შეიძლება ესაა სუბური n°1, ოღონდ შესრულებული… მარცხნივ ?
მაშასადამე სუბური n°1 შეიძლება შესრულდეს როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან?

― აბა რა, რასაკვირველია, ფვ! და, სხვათა შორის, რა არის სუბური n°4, თუ არა სუბური n°1, შესრულებული ერთხელ მარჯვნივ და მეორედ მარცხნივ?

უკაცრავად, მაგრამ მე ეგ არ მჯერა. კი, საიტო სენსეი მე-4 სუბურს ყოველთვის ასწავლიდა, როგორც მარჯვნიდან და მარცხნიდან მონაცვლე შომენ უჩიკომების დარტყმას, ოღონდ ყოველთვის როგორც უკანა, წარმმართველი თეძოდან მომავალს, რომელიც წინ მხოლოდ დარტყმის დასასრულს გადის. ეს კი სუბური n°2-ის განსაზღვრებაა და არა სუბური n°1-ისა.

ხოლო თუ დავუშვებთ ფორმა B-ს, ძალიან მაინტერესებს, ამიხსნას ვინმემ, კენის რომელ სუბურს აკეთებს უკეს მარცხენა ხელზე ო-სენსეი აქ, შიჰო ნაგეს დროს??

პასუხის არარსებობის გამო შევეცდები მე თვითონ გავცე პასუხი მომდევნო ტექნიკურ სტატიებში. ნუ მიწყენთ, თუ რამდენიმე „საყოველთაოდ“ გავრცელებული აზრისთვის კისრის მოგრეხა მომიწევს.

„დინების აღმა“ სიარული აქ იწყება.
აიკიდოს ბილიკების გზაგასაყარზე ჩვენ, ო-სენსეის მემკვიდრეებმა არასწორი მიმართულება ავირჩიეთ. ოთხგზიან გზაჯვარედინზე უნდა დავბრუნდეთ. და, რასაკვირველია, იქ შიჰოს (ოთხი მიმართულება) მივყავართ. ან კი იქნებოდა სხვანაირად?

ყოველთვის ადვილი არ არის დაუბრუნდე განვლილ გზას, ეს მომგებიანი არ გახლავთ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის იმათთვის, ვისაც ო-სენსეის აიკიდოს სწავლა უნდა... ბოლოს და ბოლოს.
ამჯერად ვეცდებით, ყურადღებით ვიყოთ, რომ სწორ გზაზე დავრჩეთ.

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის იანვარი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-1-suburi-2?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)