TAI-ს შესახებ

დისციპლინა, რომელიც ჩვენს დროში აიკიდოს სახელით ისწავლება, სპორტული პრაქტიკისკენ უფრო იხრება და აღარ შეესაბამება ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას მიერ შექმნილ ხელოვნებას. TAI და ITAF -ი ორი, ერთმანეთის საქმიანობის შემავსებელი ასოციაციაა. ისინი ამგვარ ევოლუციას არ აღიარებენ და აერთიანებენ ძალისხმევას, რომ მოვარჯიშეს მისცენ საჭირო ინფორმაცია (TAI) და სტრუქტურა (ITAF) ეს კი საშუალებას მისცემს მოვარჯიშეს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 4 მარტი, 2017, Stage International ITAF-Belgium, Rixensart, Belgium

რუბრიკები

უკანასკნელი გზავნილები

Les commentaires sont à votre disposition pour discuter autour des thèmes abordés dans les articles. C'est le cadre que vous devez respecter quand vous publiez un message afin qu'il soit approuvé et publié sur le site.

თავისუფალი ფორუმი
ძალიან ვაფასებ აქ განთავსებულ სტატიებს, მისი მეშვეობით ვხვდები რამდენად რთული და...

გადასვლა
ძალიან მომეწონა ეს სტატია ისე როგორც სხვა დანარჩენები. მართალია ჯერ კიდევ ბევრი რამე არ მესმის...

საიტოს მეთოდი #2
გამარჯობა სენსეი ფილიპ. სენსეი სემინარზე თქვენ ყურადგება გაამახვილეთ კიდევ ერთ მნისჰვნელოვან...

მასწავლებლის ადგილი
მიპასუხეთ ვინმემ!!! sos!

მასწავლებლის ადგილი
და მაინც, როგორ უნდა წარიმართოს მეცადინეობა სხვადასხვა უნარების, შესაძლებლობების და რანგის...

მასწავლებლის ადგილი
სამწუხაროდ ადამმა ასეთი მასწავლებლის სწავლება უარყო და საკუთაი გამოგონილი სწავლებით მოინდომა...

მასწავლებლის ადგილი
მასწავლებლობა ყველაზე რთული და პასუხსაგები მდგომარეობაა. ყველაზე უდუდესი მასწავლებელი თვითონ...

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)